შეხურვილი კეცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეხურვილი კეცი – თიხისაგან დამზადებული საცხობი, კეცის ნაირსახეობა. ჩვეულებრივ კეცზე ზემოდან დახურული იყო მეორე, ისეთივე ზომისა და ფორმის კეცი. აჭარაში ბოლო დრომდე ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა ფორმის საცხობი კეცები. ტრადიციულად მჭადს ერთ კეცში აცხობდნენ და ზემოდან საჯს აფარებდნენ. პურის ცხობის შემთხვევაში კი ძველად საჯის ნაცვლად კეცის დაფარება – შეხურვა (დახურვა) იყო მიღებული. პურის ცხობის პროცესი ცომის აფუებასაც გულისხმობდა. ამიტომ პურის ცომის აფუებისათვის შეხურვილა კეცზე საჯის ნაცვლად კეცის დახურვა, საჭირო თავისუფალ სივრცეს ქმნიდა. შეხურვილა კეცს მეორენაირად „ყურებიან კეცსაც” უწოდებდნენ.



წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები