შვიდწლიანი ომი 1756–63

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრძოლა კუნერსდორფთან

შვიდწლიანი ომი 1756–63 - კოალიციური ომი ევროპის სახელმწიფოებს შორის. ერთ მხარეს იყვნენ: ავსტრია, საფრანგეთი, რუსეთი, ესპანეთი, საქსონია და შვედეთი, მეორე მხარეს – პრუსია, დიდი ბრიტანეთი და პორტუგალია. სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე კოლონიებში და საზღვაო თეატრზე.

პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ ომის პირველ პერიოდში ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა, მაგრამ შემდეგ რამდენჯერმე დამარცხდა რუსებთან და ავსტრიელებთან მათი ჯარების რიცხობრივი უპირატესობის გამო. ომის შედეგად ინგლისმა ხელთ იგდო ვრცელი ტერიტორიები ჩრდილო ამერიკასა და ინდოეთში.

შვიდწლიანი ომის მთავარი შედეგი იყო დიდი ბრიტანეთის გამარჯვება საფრანგეთზე კოლონიებისა და სავაჭრო პირველობისათვის ჭიდილში.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები