შვილებიანი ლიტრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შვილებიანი ლიტრა

შვილებიანი ლიტრა - იგივე გამბულა ლიტრა. თიხისა, მრავალი ჭინჭილებისგან შემდგარი სარიტულაო დანიშნულების ღვინის ჭურჭელი.

შინაარსობრივად ენათესავება სასმის „მარანს“, განსხვავება ფორმათა თავისებურებაშია. შვილებიანი ლიტრის დამზადების კერად ითვლება ქსნის ხეობის სოფელ ცხავატი, რომელიც მთელ ქართლში იყო განთქმული თიხის ჭურჭლის წარმოებით. შვილებიან ლიტრაში ერთი ძირითადი დედა-ლიტრა მოზრდილია და ჩარექა ღვინოს იტევს. დედა-ლიტრის მუცელზე შეზრდილი მცირე მოცულობის ჭინჭილები. ღვინო დედა-ლიტრში ისხმება და აქედან პატარა ლიტრებში ნაწილდება. სითხე ჭინჭილიდან ისმევა და ამ გზით დედა-ლიტრაც იცლება. სასმისში დიდი და მცირე ლიტრების არსებობამ განაპირობა მისთვის სახელწოდება „შვილებიანი ლიტრის“ მიკუთვნება. რაც შეეხება მეორე ტერმინს „გამბულა“, მისი ხალხში დამკვიდრება ჭურჭლის დამზადების წესის თავისებურებით არის მოტივირებული. ოდნავ შემშრალ ჭინჭილებსა და დედალიტრას პატარა ხვრელები უკეთდება, შემდეგ დედა-ლიტრას მუცელზე ორი სანტიმეტრის დაშორებით გვერდებდახვრეტილ ჭინჭილებს ჩხირებით მიამაგრებენ. დამაკავშირებელი ჩხირები თიხის ფენით იფარება, თიხითვე იმალება დედა-ლიტრასთან შეხების წერტილებიც. სასმისს მთლიანად წერნაქით მოაჭრელებენ დაგამოსაწვავად ქურაში - „თუნში“ შედგამენ. გამოწვის დროს ლიტრათა გადამბმელი, დამაკავშირებელი ჩხირები იწვის და მის ადგილზე ღვინის გასასვლელი ხვრელები რჩება.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები