შიშია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიშია – შიშია ხახმატის ჯვარის ხელკაცი იყო. ხახმატის ჯვარს იგი ხან საფარველით დაყვებოდა, ხან კი გამოცხადებით.

ერთხელ ჯვარს შიშიასთვის უთქვამს, წადი უკანაფშავში და იქ მომიცადეო, იქ ერთი საქმე გვაქვს გასაკეთებელიო. წასულა შიშიაც და მისულა უკანაფშავს. უცდია იქ ერთ დღეს, ორ დღეს და არ მოსვლია ჯვარი. მესამე დღეს ხელზე მოსვლია მტრედის აღით. დაუნახავთ ეს უკანაფშავლებსაც და მის პატივსაცემად მოუყვანიათ საკლავი. საკლავები რომ დახოცეს, შიშიას წყაროსთავისკენ გაუძღვა ჯვარი. წყაროსთავის ჯვარში რომ მისულან, იქ ერთი ბეღელი ყოფილა, სადაც ვერავინ ბედავდა შესვლას. შესული მფრინავი ხატი ბეღლის ნანგრევში შეჰყოლია შიშიაც. იქ ერთი დიდი სიპი იდვა, ჯვარმა მიმაყენა და მიბრძანა, ახადე მაგ სიპსო. – ყვებოდა შიშია. აუხდია სიპი შიშიას და ერთი ქვაბი გამოჩენილა ოქრო-ვერცხლით სავსე. ზედ ერთი ყვითელი ხბო წოლილა და წითელ თვალებს აბობინებდაო. შიშიას რომ ხბო დაუნახავს, შეშინებულა და გონი დაუკარგავს. გონთ რომ მოვედი, – ყვება შიშია, ფშავლები წყალს მასხამდნენ, მაგათ გამოვუყვანივარო. მას მერე აღარავინ მიკარებია ამ ბეღელს. აღარც ხატი გამოცხადებულა, ისიც დაკარგულა. უცდია შიშიას, ხელზე მომივაო და არ მოსვლია. ბოლოს, შიშიას უყიდია ერთი საკლავი და განათლულა. ერთიც ფშავლებს დაუკლავთ ხახმატის ჯვარისთვის.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები