შლიფენის გეგმა 1905

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შლიფენის გეგმა 1905გერმანიის ჯარების სტრატეგიული გაშლისა და ორ ფრონტზე (საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ) ომის დაწყების გეგმა. 1905 წელს შეიმუშავა გენერალური შტაბის უფროსმა ალფრედ ფონ შლიფენმა (1833–1913), რომელიც 1911 წლიდან იყო გენერალ-ფელდმარშალი.

შლიფენის გეგმის მიხედვით, პირველი დარტყმა საფრანგეთის წინააღმდეგ მთავარი ძალებით (სახმელეთო ჯარების 85%) უნდა განხორციელებულიყო მარჯვენა ფრთიდან ნეიტრალური სახელმწიფოების – ბელგიის, ნიდერლანდისა და ლუქსემბურგის ტერიტორიების გავლით. გერმანელთა არმიებს სწრაფად უნდა შემოევლოთ პარიზისათვის დასავლეთიდან და ალყაში მოექციათ და გაენადგურებინათ საფრანგეთის ჯარები. ამის შემდეგ დაგეგმილი იყო მთავარი ძალების გადასროლა აღმოსავლეთის ფრონტზე და რუსეთის არმიის განადგურება.

I მსოფლიო ომის დაწყების დროს გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა, ფონ მოლტკე უმცროსმა, რამდენადმე შეცვალა შლიფენის გეგმა, შეასუსტა დამრტყმელი მარჯვენა ფრთა, რათა ფრონტის დანარჩენი უბნები არ დარჩენილიყვნენ სათანადო დაცვის გარეშე. ეს, სავარაუდოდ, პარიზთან გერმანელების დამარცხების მიზეზი გახდა. II მსოფლიო ომის დროს შლიფენის გეგმა (გარკვეული ცვლილებებით) კვლავ გამოიყენეს საფრანგეთის წინააღმდეგ (1940).

იხილე აგრეთვე

მარნაზე ბრძოლა 1914

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები