შოვინიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შოვინიზმი – უაღრესად აგრესიული ნაციონალიზმის იდეოლოგია და პოლიტიკა. შოვინიზმი ქადაგებს ერთი ერის ეროვნულ სწორუპოვრობას (გამორჩეულობას), რომელიც მოწოდებულია სხვა, არასრულფასოვან რასებსა და ხალხებზე ბატონობისთვის. იგი ამართლებს ეკონომიკურ ექსპანსიას, პოლიტიკურ ზეწოლას, კულტურულ დომინირებას და აღვივებს საზოგადოებაში ეროვნულ მტრობას და სიძულვილს. შოვინიზმის განუყოფელი მხარეა რომელიმე ერის ან სახელმწიფოს სამხედრო უპირატესობის იდეის მიმდევრობა. შოვინისტური განწყობილება ყალიბდება როგორც აგრესიის და გამარჯვების ან, პირიქით, როგორც დამარცხების და რევანშის იმედის შედეგი. თეორიასა და პრაქტიკაში შოვინიზმი მჭიდროდ ერწყმის მილიტარიზმს, აგრესიას და ომებს. ყველაზე მეტად ვლინდება ფაშიზმის პოლიტიკაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები