შონია ჯემალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯემალ შონია

ჯემალ შონია – დაიბადა 1947 წლის 13 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ საბერიოში.

განათლება – სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1970). სამხედრო სამსახური (1970-71).

სამუშაო გამოცდილება

  • ჟურნალისტური, ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობა. პოეტური კრებულების ავტორი.
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, გალის ჭუბურხინჯის №111 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამოქალაქო უფლებების ქვეკომისიის თავმჯდომარი.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ლიტერატურული მოღვაწეობა

სამწერლო ასპარეზზე ჯემალ შონია მოსწავლეობის დროიდან გამოჩნდა. იგი არის რამდენიმე პოეტური კრებულისა და პუბლიცისტური წიგნის ავტორი, მათ შორისაა: „თეთრი და ცისფერი”, „ხსოვნის სარკე”, „მთვარის ქვა”, „აფხაზეთში დაკრეფილი გვირილები”, „ბესლეთის ხიდზე წარწერილი”, „შენს საპოვნელად...”, „წაუკითხავი”, ამ უკანასკნელი კრებულისთვის გიორგი შარვაშიძის პრემია მიენიჭა.


წაუკითხავი
კაცი ჭიშკარს რომ მოადგება,
რომ დამიძახებს
და კეთილ ამბებს შემატყობინებს,
ის მენატრება...
მერე სახლში რომ შემოვიყვან,
ჭიქას ავუვსებ
და გავიხსენებთ უამრავ ვინმეს,
ის მენატრება...
აღარც კაცია, არც კეთილი
ამბები მესმის,
აღარც სახლი მაქვს, აღარც ჭიშკარი...
მომჩერებია ჩემნაირად
დევნილი ლექსი,
ისიც ჩემსავით წაუკითხავი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები