შტაბების მომზადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შტაბების მომზადება – მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს ჯარების (ძალების) მართვისთვის შტაბების პირადი შემადგენლობის და ქვედანაყოფების სწავლება; ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნის ერთ-ერთი ელემენტი. შტაბების მომზადება მოიცავს ოფიცრების მომზადებას, შტაბების ქვედანაყოფების (განყოფილებების, სამმართველოების) მომზადებას და შერწყმას. ხორციელდება საშტაბო და სამეთაურო-საშტაბო ვარჯიშებზე, საშტაბო და სამეთაურო-საშტაბო სწავლებებზე, სამეთაურო-საშტაბო სამხედრო თამაშებზე, (მათ შორის, კომპიუტერულ) და ჯარებთან (ძალებთან) სწავლებებზე.