შტაბის მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შტაბის მომზადებაშტაბის პირადი შემადგენლობის და ქვედანაყოფების სწავლება, ასევე მათი შერწყმა, როგორც მთლიანობაში მართვის ორგანო ჯარების (ძალების) მართვისთვის მშვიდობიანობის და ომიანობის პერიოდში. ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნის ერთ-ერთი ელემენტი.

შტაბის მომზადება მოიცავს:

  • ოფიცრების მომზადებას, ქვედანაყოფების (განყოფილებების, სამმართველოების) მომზადებას და შტაბების შერწყმას.

ოფიცრების მომზადება ითვალისწინებს მათ მიერ სამხედრო ხელოვნების ცოდნის გაფართოებას და გაღრმავებას, უნარ-ჩვევების სრულყოფას, პროფესიული ოსტატობის ამაღლებას საკუთარი და მომიჯნავე ფუნქციური მოვალეობების შესრულების კუთხით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები