შუბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შუბი

შუბი - საძგერებელი იარაღი. „ვისრამიანის“ ქართველ ავტორს შუბი ამგვარად აქვს განმარტებული: „შუბები შანფურსა გუანდა, მწუადისა ნაცულად კაცი ეგის“-ო. ვეფხისტყაოსანში შუბი რამდენიმეჯერაა გამოყენებული. მაგ. „შუბი ვსთხოვე ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად“. ტერმინი „შუბი“ უძველეს ძეგლებში არ გვხვდება. იგი გავრცელებული ჩანს XII საუკუნიდან. ამ დროს უკვე ისე გაბატონებულა, რომ წინანდელი „ჰოროლი“ დაუჩრდილავს.

შუბი შედგება: შუბის პირისა, წვერის და შუბის ტარისაგან. საქართველოში გვიანფეოდალური ხანიდან „შუბი“ ყველაზე გავრცელებულ ტერმინად გვევლინება როგორც სალიტერატურო ენაში, ასევე ეთნოგრაფიულ ყოფაში. აღსანიშნავია, რომ ყველა იმ ტერმინის ნაცვლად, რომელიც საძგერებელ იარაღს (ჰოროლი, ლახუარი, გმური, ლიბანდაკი, წათი და სხვ) გამოხატავდა, დამკვიდრდა ტერმინი „შუბი“.

ლიტერატურა

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები