შუქალეთუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუქალეთუდა(შუმ.) მებაღე, რომელმაც ერთი შუმერული ტექსტის მიხედვით, შეისწავლა ციური ნიშნები, შეიცნო ღვთაებრივი სიბრძნე და გააშენა ბაღი, რომელსაც უდაბნოს ქარებისა და მწველი მზისაგან იცავდა მის შუაგულში დარგული ხე – ცარბათუ, ბაღს უხვი და მრავალნაირი მოსავალი მოჰქონდა. ერთხელ, ამ ქვეყნად ხეტიალისგან დაღლილ-დაქანცულ ინანას ჩაეძინა ამ ბაღის მახლობლად. შუქალეთუდამ შეამჩნია იგი, მიეპარა მძინარეს და სიქალწულე წაართვა. გამოღვიძებული ქალღმერთი ხვდება თავის სირცხვილს და დაუწყებს ძებნას შურის საძიებლად შუქალეთუდას. მაგრამ მოძალადე მოკვდავი მუდამ უსხლტება ხელიდან. ჩვენთვის უცნობია, რითი მთავრდება ამბავი, რადგან ტექსტის ბოლო ნაწილი შენახული არ არის.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები