შუქური გამოსხივება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუქური გამოსხივება (ბირთვული აფეთქების) – ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც შეიცავს სპექტრის ულტრაიისფერ, ხილვად და ინფრაწითელ სფეროებს; ბირთვული იარაღის ერთ-ერთი ძირითადი დამაზიანებელი ფაქტორი.

შუქური გამოსხივება არის აფეთქების შუქური არე, რომელიც წარმოადგენს გარემოს აირების და ორთქლის მაღალ ტემპერატუტაზე გახურებულ (105 K), აგრეთვე ბირთვული მასალების ქიმიური რეაქციების და მათი აორთქლების შედეგად მიღებულ პლაზმურ წარმონაქმს.

შუქური გამოსხივება ახდენს დამაზიანებელ გავლენას ცოცხალ ძალაზე (კანის, მხედველობის ორგანოების დამწვრობა), წვავს სამხედრო ტექნიკას, შენობებს, მცენარეულ საფარს და სხვა. მისი მოქმედების შეფასება ხდება დასხივების იმპულსით და შუქური იმპულსით. შუქური გამოსხივებისგან დაცვის საშუალებაა შუქდამცავი მოწყობილობები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები