ჩაის ჩრჩილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩაის ჩრჩილი

ჩაის ჩრჩილი - Parametriotes theae kuzn. მწერი ქერცლფრთიანების რიგისა. ჩაის ჩრჩილის მატლები აზიანებენ ჩაის მცენარის როგორც უხეშ ფოთლებს, ისე ნაზ ყლორტებს და გამერქნებულ ერთწლიან ტოტებს. ფოთლებში მატლები ნაღმს წარმოშობენ და პარენქიმით იკვებებიან, ყლორტებში კი, გულით იკვებებიან, რასაც მათი გახმობა მოსდევს. ყლორტების მაქსიმალური დაზიანება მარტ-აპრილშია აღნიშნული. მატლშემცველი ყლორტები ხარისხოვანი ჩაის ფოთლის პროდუქციას ვეღარ იძლევიან. დაზიანების გამო კლებულობს ტანინი და სხვა ნივთიერებათა შემადგენლობა, რაც იწვევს ჩის ფოთლის ხარისხის გაუარესებას. ფოთლებისა და ყლორტების ასეთი დაზიანება უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ახალგაზრდა, ისე სათესლე ბუჩქის ზრდასა და მოსავალზე.

ჩის მცენარის მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება აგროტექნიკური და ქიმიური ბრძოლის ღონისძებაბი.



წყარო

ჩაის მავნე ორგანიზმები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები