ჩარკვიანი თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ ჩარკვიანი

თამარ ჩარკვიანი — დაიბადა 1962 წლის 22 სექტემბერს. — მუსიკოსი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი.

განათლება — თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება 1980-1986.

სამუშაო გამოცდილება

  • ტელე-რადიო მაუწყებლობის კომიტეტი მუსიკალური რედაქტორი; მუსიკალური რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე, მუსიკალური განყოფილების კოორდინატორი. ავტორი და წამყვანი გადაცემების – „კოლაჟი“ და „მუსიკალური შეხვედრები“ 1986-2005;
  • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრა, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სპეციალურ მუსიკალურ სკოლა, საფორტეპიანო კათედრის პედაგოგი 1987-2012.
  • 1995 წელს, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ პირველად გამოქვეყნდა თამარ ჩარკვიანის მოთხრობები.
  • 2008 წელს გამოიცა მისი პუბლიცისტური წერილებისა და მოთხრობების პირველი კრებული – „რა ჟამს აღსდგე ძილისაგან“.
  • 2009 წელს, ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად მან დააფუძნა გაზეთი „ქართული სიტყვა“ – ლიტერატურა, ხელოვნება, პოლიტიკა.
  • შპს „მორკინალის“ – ვიცე-პრეზიდენტია 2012;
  • შპს „პირველი საავადმყოფოს“ – დირექტორის მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი 2012-2015.
  • ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის „ოქროს ფრთის“, პრეზიდენტი 2008-2011
  • 2019 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართალი“.
  • საარჩევნო ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებლის“ თანადამფუძნებელი 2020 წლიდან.
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“

რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები