ჩარხი მეთუნის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარხი

ჩარხი მეთუნის- ხელსაწყო, რომელზედაც შენდება სამეთუნეო ნაწარმი. მეთუნეობაში ჩარხის შეხსნა ნიშნავდა ხელოსნისათვის ჩარხზე მუშაობის დროებით აკრძალვას. ამქრის წესების დარღვევის შემთხვევაში წესად ჰქონდათ შემოღებული ფულადი ჯარიმა, რომელიც შეადგენდა სალაროს შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს. უმაღლესი სასჯელი იყო ამქრიდან გარიცხვა, მანამდის კი დროებით ჩარხზე მუშაობის აკრძალვა, რასაც „ჩარხის შეხსნა“ ერქვა. მეჭურჭლესთან მივიდოდა ამქრის წარმომადგენელი, ჩარხის თავს (ზედა ნაწილს) მოუხსნიდა და წაიღებდა. ჩარხის თავის შეხსნით დასჯა ამქრის კრებას უნდა გადაეწყვიტა.




წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები