ჩაჩუა აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი ჩაჩუა

ჩაჩუა აკაკი — დაიბადა 16.08.1969, სამტრედიაში. სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (60 კგ, 63 კგ). 2000 წლის სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშები (63 კგ) ­ ბრინჯაოს პრიზიორი, 2004 წლის ათენის XXVIII ოლიმპიურ თამაშებში (60 კგ) დაიკავა IX ადგილი. ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (1999) და ბრინჯაოს (1997) პრიზიორი, მსოფლიო თასის მფლობელი (2004) გუნდურ ჩათვლაში. ღირსების ორდენის კავალერი.

2000 წლის ოლიმპიური თამაშები

63 კგ, 20 მონაწილე
1. ვარტერეზ სამურგაშევი (რუსეთი)
2. ხუან ლუის მარენი (კუბა)
3. აკაკი ჩაჩუა (საქართველო)
I წრე ­ წმინდად (2,39) დაამარცხა შენჯუნ იი (ჩინეთი); II წრე ­ ქულებით (6:5) მოუგო ვაგინაკ გალუსტიანს (სომხეთი); მეოთხედფინალში ქულებით (3:2) სძლია ბახოდირ კურბანოვს (უზბეკეთი); ნახევარფინალში ქულებით (4:7) წააგო მომავალ ჩემპიონ ვარტერეზ სამურგაშევთან; მესამე ადგილისათვის შეხვედრაში სუფთად (1,57) გაიმარჯვა ბიტ მოცერთან (შვეიცარია).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები