ჩელო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიოლონჩელი

ვიოლონჩელი - (იტალ. violoncello), ვიოლონჩელი ანუ ჩელო, ხემიანი მუსიკალური საკრავი (ბან-ტენორის რეგისტრიანი) მიეკუთვნება ვიოლინოს ოჯახს. სიმები აიწყობა წმინდა კვინტებით (დიდი ოქტავის დო და სოლ, მცირე ოქტავის რე და პირველის ლა). იხმარება როგორც სოლო, საანსამბლო და საორკესტრო საკრავი.

ვიოლონჩელი წარმოიშვა XV ს. დასასრულსა და XVI ს. დასაწყისში ხალხური ხემიანი საკრავების განვითარების შედეგად. ვიოლონჩელის კლასიკური ნიმუშები შექმნეს XVII-XVIII სს. იტალიელმა ოსტატებმა (ა. და ნ. ამატები, ჯ. გვარნერი, ა. სტრადივარიუსი). ცნობილია რუსი ოსტატების ი. ბატოვის, ე. ვიტაჩეკის და ტ. პოდგორნის ვიოლონჩელები.

XVII–XVIII სს. ვიოლონჩელმა თავისი სავსე, გამომსახველი ჟღერადობის წყალობით განდევნა ვიოლა და გამბა. ვიოლონჩელოსთვის ნაწარმოებები დაწერეს: ი. ს. ბახმა, ლ. ბეთჰოვენმა, ფ. მენდელსონმა, ფ. შოპენმა, ი. ბრამსმა, რ. შუმანმა, ა. დვირუაკმა, პ. ჩაიკოვსკიმ, ე. გრიგმა, ქართველებმა: შ. თაქთაქიშვილმა, ა. მაჭავარიანმა, ო. თაქთაქიშვილმა, ს. ცინცაძემ, ფ. ღლონტმა, დ. შავლოხაშვილმა, ვ. აზარაშვილმა, გ. ციციშვილმა და სხვ.

ცნობილი ვიოლონჩელისტები არიან: ლ. ბოკერინი, ჟ. დიუპორი, ფ. სერვე, პ. კასალსი, ს. კნუშევიცკი, დ. შაფრანი, მ. როსტროპოვიჩი და სხვ. ქართველები: ა. ჩიჯავაძე, გ. ბარნაბიშვილი, თ. გაბარაშვილი, ე. ისაკაძე, ო. ჩუბინიშვილი და სხვა.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები