ჩილე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩილეს სახელმწიფო დროშა

ჩილე (chile – ჩილეს რესპუბლიკა)სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე.

ფართობი — 756,6 ათ. კმ2.

მოსახლეობა — 17,1 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ესპანური.

დედაქალაქი — ქ. სანტიაგო.

ადმინისტრაციულად იყოფა 13 რეგიონად.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული კონგრესი (ორპალატიანი პარლამენტი).

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1810 წელს. ჩილე ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა.

მრეწველობის წამყვანი დარგებია: სამთომოპოვებითი (სპილენძი, სელიტრა, მოლიბდენი, რკინა, ნიკელი, ვერცხლი, ოქრო და ა.შ.), მეტალურგია, ნავთობქიმიური, ხის დამამუშავებელი და კვებითი. სოფლის მეურნეობა სრულად უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობას და ნაწილობრივ გადის ექსპორტზე.

დიდი საზღვაო პორტებია: ანტოფაგასტა, ვალპარაისო, კოკიმბო, იკიკე, არიკა, ტალკაუანო, პუნტაარენასი.

საერთაშორისო აეროპორტი — სანტიაგო.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 59 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 35 ათ, სამხედრო-საჰაერო 7,7 ათ. და სამხედრო-საზღვაო 16,3 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები