ჩინეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშა

ჩინეთი (China – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა)სახელმწიფო ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანას აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთის და სამხრეთ ჩინეთის ზღვები.

ფართობი — 9,6 მლნ. კმ2.

მოსახლეობა — 1,354 მლრდ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა — ჩინური.

დედაქალაქი — ქ. პეკინი.

ადმინისტრაციულად იყოფა: 23 პროვინციად (ტაივანის ჩათვლით), 5 ავტონომიურ რაიონად, 4 ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქად და სიანგანის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონად.

უმაღლესი ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანოა სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრება. სახელმწიფოს მეთაურია ამ კრების მიერ არჩეული თავმჯდომარე. აღმასრულებელი ორგანოა სახელმწიფო საბჭო (მთავრობა).

1911 წელს შეიქმნა ჩინეთის რესპუბლიკა. 1949 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ბირთვული სახელმწიფო. ჩინეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ფლობს ნედლეულის მნიშვნელოვან მარაგს.

მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, საფეიქრო მრეწველობა.

განვითარებულია: მეტალურგია, ქვანახშირის, ნავთობის მოპოვება, სამხედრო მრეწველობა.

წარმატებით ხორციელდება კოსმოსური კვლევა. სოფლის მეურნეობა ძირითადად აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებას კვების პროდუქტებზე. ჩინეთს უჭირავს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი მსოფლიოში მარცვლეულის, ბამბის, ხორცის, ბრინჯის წარმოებაში.

მის ტერიტორიაზე განთავსებულია 116 საზღვაო პორტი, მათგან უმსხვილესია: შანხაი, დალიანი, გაოსიუნი, ცინდაო, ნანკინი, გუანჩჯოუ.

110-ზე მეტი აეროპორტი, მათგან 58-ს შეუძლია მიიღოს მძიმე ლაინერები.

შეიარაღებული ძალები (სახალხო-განმათავისუფლებელი არმია) საერთო შემადგენლობით 2,2 მლნ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 1,6 მლნ, სამხედრო-საჰაერო 0,4 მლნ და სამხედრო-საზღვაო 0,2 მლნ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები