ჩიქავა ლეო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეო ჩიქავა

ლეო ჩიქავა(დ. 20 თებერვალი, 1928, ზუგდიდის რაიონის სოფელი კოკი — გ. ივლისი, 2015). — ეკონომისტი, პოლიტიკოსი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1950); ასპირანტურა (1953).

სამუშაო გამოცდილება

  • ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. (1990-2006).
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91) საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან;

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ლეო ჩიქავა იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997), ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1986), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1994), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პ. გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი (1996), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების დემოგრაფიის კომისიის თავმჯდომარე (2011), თსუ რექტორის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (2011). დაამთავრა თსუ ეკონომიკის ფაკულტეტი (1950). იყო პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე, ჯერ თბილისის ი.ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (1969-1974), ხოლო შემდეგ - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1974-1983), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში (1983-1990), საქართველოს დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორი (1990-1991), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი (1991- 2006), სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის უფროსი (1999-2007). უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწევა მეცნიერულ-კვლევით საქმიანობას. იგი, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, იკვლევს შრომითი რესურსების ფორმირებისა და გამოყენების პრობლემებს რეგიონულ ჭრილში.

ლეო ჩიქავა არის 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათი უმრავლესობა ეძღვნება ეკონომიკური თეორიის, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და დემოგრაფიის აქტუალურ პრობლემებს. ძირითადი ნაშრომებია: „საქართველოს კვების მრეწველობის ადგილი და როლი შრომის საერთო-საკავშირო დანაწილებაში.“ თბ., 1965; „საქართველოს კვების მრეწველობის ტერიტორიული სპეციალიზაციისა და ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხები“ (რუსულ ენაზე), თბ., 1968; „არამატერიალური წარმოების სფეროს პოლიტეკონომიური ასპექტები.“ თბ., 1987; „შრომის მწარმოებლურობა და მისი ამაღლების გზები“ (ქართულ და რუსულ ენებზე). თბ., 1986; ეკონომიკური და დემოგრაფიული ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული). თბ., 2001 (თანაავტორობით); „დემოგრაფიული კატეგორიები და კანონები.“ თბ., 2002; „ინოვაციური ეკონომიკა“. თბ., 2006; „ეკონომიკური თეორიის მოკლე კურსი“. დამხმარე სახელმძღვანელო. თბ., 1997 (პირველი გამოცემა); თბ., 2006 (მეორე გამოცემა). ორიგინალობით გამოირჩევა მისი ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული მონოგრაფიული გამოკვლევები: „დემოლოგია და მისი კანონთა სისტემა“. თბ., 2008; „დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში“. თბ., 2012. ლ. ჩიქავას ინიციატივითა და ძალისხმევით მრავალი საინტერესო ღონისძიება ტარდება ი. ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს მწიგნობართა ასოციაციაში, რომლის ეკონომიკის სექციასაც თვით ხელმძღვანელობს.

სხვა საქმიანობა: არის შემდეგი ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი: „საზოგადოება და ეკონომიკა“ (რუსულ ენაზე, მოსკოვი), „ეკონომიკა“, „საქართველოს ეკონომიკა“, „დემოგრაფია“, „ეკონომისტი“, „ახალი ეკონომისტი“, „ფინანსები, საბანკო საქმე, ინვესტიციები“, „ეკონომიკა და ბიზნესი“.

ამავე ცენტრმა იგი აღიარა თავისი მეცნიერული შემოქმედებით საქართველოს 2009 წლის გამორჩეულ მოღვაწედ; ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედალი (1988), საქართველოს საპატრიარქოს სიგელი (2007).


სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები