ჩოფა-ხარსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩოფა-ხარსი (ბალყ.-ყარაჩ. Чоппа-харсы – „ჩოფას სარაკუნო“) – ბალყარულ-ყარაჩული ღვთაების – ჩოფას – კულტმსახურების (ჩოფაჩილების) აუცილეელი ატრიბუტი (გამოიყენებოდა სხვა ღვთაებათა სახელობის დღეობებზეც). რთული კონსტრუქციის ჩოფა ხარსი მაგარი ჯიშის ხისგან მზადდება (გადმოცემათა მიხედვით, პირველი ასეთი სარაკუნო კუნელისგან გაკეთდა. „ირაჩთირხანი“). მისი 15-18 სმ-იანი ხელსაკიდის ზედა მხარე (бий – „თავადი“) ჭდეებით (ხაზები) გამოყოფილი სამი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ (джаныуар – „ცხოველი“, ევფემიზმი – „გველი“) და მეორე (тамылын-белги – „თავის ქალის ნიშანი) ჭდეებს შორის სივრცე აღინიშნებოდა ტერმინით „უსხეულო“ (сансыз); მეორე და მესამე ჭდეებს შორის ადგილს „თავი“ (баш) ეწოდებოდა, ხოლო „თავადისგან“ საკუთრივ ხელსაკიდის გამომყოფ ჭდეს богъурсызы (ტერმინი გაუგებარია). ამ უკანასკნელიდან სათითე ღარებამდე (Чоппайырлы омураула – „ჩოფას ხერხემალი“) სივრცეს „კისერი“ (боюн) ერქვა. არათითის ღარს „აჩრდილის ფეხს“ (тюнаякъ). შემდეგ კვლავ „ხერხემალი“, „კისერი“ და „თავი“ მოდიოდა. „თავს“ იქით ჩოფა-ხარსი მსხვილდებოდა. ხელსაჭიდის ერთ მხარეს, საჩვენებელი თითის ღარის ადგილზე, ანუ „კისერთან“ მაგრდებოდა ტყავის ნაჭერი, რომელიც ისე იყო დახვეული, რომ წარმოქმნილი ღიობიდან (чоппа-харсны къулагъы) დიდი თითი (баш-бармакъ) გამოჩენილიყო. ჩოფა-ხარსის მსხვილ ნაწილი – „ჩოფა-ხარსის ბეჭი“ (чоппа-харсы къалагъы) – ერთ მხარეს უფრო მსხვილდებოდა. ამ ნაწილს „მამაკაცის ორგანო ან ანუსი“ (эркеги), ან კიდევ „ტბის, სამშვინველის ქვედა გარსი“ (кёлкъабыны тюбю) ერქვა. მას შემოხვეული ჰქონდა შავი ფერის თხის ან ცხვრის დაუმუშავებელი ტყავი. ჩოფა ხარსის მეორე, გამსხვილებული მხარე კოვზის შიდა ნაწილს წააგავდა. ამ მხარეს ამაგრებდნენ რკალს, ე. წ. „დანას“ (хостау), რომელზედაც 12, ზოგჯერ 9 ხის ფირფიტას კიდებდნენ.

ჩოფა-ხარსის გამოყენებით შესრულებული რიტუალების დამსწრეებს თან კვერცხები და ღვეზლები მოჰქონდათ; კვერცხებს ათავსებდნენ ჩოფა-ხარსის „კოვზის“ ნაწილში და კალათში, სანაცვლოდ კი კულტმსახურისგან ჩოფა-ხარსის ჩამჩით წყალნასხური ღვეზლებით საჩუქრდებოდნენ. ამასთან თითოეული დასაჩუქრებული შუბლს ადებდა ქვას, რომელზედაც ორთავიანი ჯვარი – „ხარსთაის ჯვარი“ (харстай-къачы) იყო მიხატული. ამ პროცედურის დამთავრებისთანავე რიტუალის მონაწილენი იმეორებდნენ კულტმსახურის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს: „ხარსთაი გასულიერდა, ღმერთზე ჩოფა-ხარსით ვილოცოთ“ (Харстай ыйыхланды, чоппа-харсыбла Тейриге айрарайыкъ). ამის შემდეგ ყველა ერთმანეთს ეხვეოდა.


ლიტერატურა

Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები