ჩოჩიშვილი შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა ჩოჩიშვილი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე. მიუნხენი, 1972 წელი

შოთა ჩოჩიშვილი – (დ. 1950 წლის 10 ივლისს, სოფელ ღვლევში (ქარელის რაიონი) - გ. 2009 წლის 27 აგვისტო). ძიუდოისტი (93 კგ, აბსოლუტური). 1972 წლის მიუნხენის XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 1976 წლის XXI მონრეალის ოლიმპიურ თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, სსრკ-ის ვიცე-ჩემპიონი (1974 , 1977) და ბრინჯაოს პრიზიორი (1974, აბსოლუტური), სსრკ-ის ხალხთა VI სპარტაკიადის (1975) ბრინჯაოს მედალოსანი. ევროპის სამგზის ვერცხლისა (1973, 74, 75) და ბრინჯაოს (1977) მედლების მფლობელი. მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1975). საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი (1972, 77). პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქართველ და საბჭოთა ძიუდოისტებს შორის. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. 2008 წელს თბილისის ძიუდოს აკადემიას შოთა ჩოჩიშვილის სახელი მიენიჭა.

სარჩევი

1972 წლის ოლიმპიური თამაშები

93 კგ, 30 მონაწილე
1. შოთა ჩოჩიშვილი (სსრკ)
2. დევიდ სტარბრუკი (დიდი ბრიტანეთი)
3. პაულ ბარტი (გფრ)
3. ჩიაკი იში (ბრაზილია)
I წრე ­ არ გამოცხადდა ჩა დუ იონგი (კსდრ); II წრე ­ იპონით დაამარცხა (5,10) ფუმიო სასახარა (იაპონია); III წრე ­ქულებით (კოკა) წააგო დევიდ სტარბრუკთან (დიდი ბრიტანეთი); IV წრე წმინდად (1,37) მოუგო პიერ ალბერტინის (საფრანგეთი); V წრე ­ იპონით (2,36) სძლია ჯეიმს უოლის (აშშ); ნახევარფინალში წმინდად (1,05) მოუგო პაულ ბარტს (გფრ); ფინალში მეორედ შეხვდა დევიდ სტარბრუკს და მსაჯების გადაწყვეტილებით (ჰანტეი) გაიმარჯვა.

1976 წლის ოლიმპიური თამაშები

აბსოლუტური, 30 მონაწილე
1. ჰარუკი უემურა (იაპონია)
2. კიტ რემფრი (დიდი ბრიტანეთი) 3. ჩო ჯე გი (სამხრეთ კორეა)
3. შოთა ჩოჩიშვილი (სსრკ)
I წრე ­ არ გამოცხადდა ხოსე ლუის ფრუტოსი (ესპანეთი); II წრე ­ ქულებით (ვაზარი) მოუგო რადომირ კოვაჩევიჩს (იუგოსლავია); III წრე ­ ქულებით (კოკა) სძლია ვლადიმირ ნოვაკს (ჩეხოსლოვაკია); IV წრე ­ მსაჯების გადაწყვეტილებით (ჰანტეი) წააგო მომავალ ჩემპიონ ჰარუკი უემურასთან; V წრე ­ ქულებით (კოკა) გაიმარჯვა ჟან ლიუკ რუჟესთან (საფრანგეთი).

იხილე აგრეთვე

შოთა ჩოჩიშვილი

წყარო

[[კატეგორია:ოლიმპიური თამაშები]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები