ჩოხის წმინდა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩოხის წმინდა გიორგი – ცირასების მთებიდან (გუდამაყარი) არის გადმობრძანებული ჩოხის წმ. გიორგი. ბერა ყოფილა, ჩოხელი, და თურმე ნადირობისას ცირასებში, ერთ პატარა კლდეში ჯვარი უნახავს. გაუნებებია ნადირობისთვის თავი, აუღია ეს ჯვარი, გუდაში ჩაუდევს და წამოუღია. სად იყო და სად არა, გამოკიდებია დევი წასართმევად. უკან მისდევს და, სადაცაა, უნდა დაეწიოს და წაართვას, რომ ბერა ხეზე ადის და თან ჯვარს აიტანს. დევი იქ ვერ ავიდოდა ჩამოსაღებად. აგერ არის ჯვარი და ჩამოიღე, თუ გინდაო. მაგრამ დევი ვერ ავიდა იმ ხეზე და დარჩა ეს ჯვარი იქ. მერე იმ ჯვარმა აღარ გადმოუშვა დევი იმ ხის იქით და ჩოხელებს დარჩა ის ადგილი. ეს ხე საზღვარია: ამას აქეთ ვერ გადმოდის დევი. ერთი ქვა დევს აქ, ზედ დაკრული ხელი ეტყობა, როგორც ცომზე დაგირტყამს ხელი, ისე ამჩნევია ხუთი თითი!


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

იხილე აგრეთვე

ჩოხის წმინდა გიორგის ირემი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები