ჩხეიძე უშანგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უშანგი ძცეიძე

ჩხეიძე უშანგი ვიქტორის ძე (დ. - 28.XI.1898, სოფ. ფუთი, შორაპნის მაზრ. - გ. - 01.XII.1953, თბილისი) - ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1933).

ბიოგრაფია

მიაბარეს ზესტაფონის კერძო სკოლაში. 1918 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად მეცადინეობდა რეჟისორ გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში. წარმატებით შეასრულა როლები: ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება” და „სამანიშვილის დედინაცვალი”), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის „მათრახის პანაშვიდი”), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის „სინათლე”), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის „ლატავრა”), ფილი კულენი (ჯ. სინგის „გმირი”) და სხვ.

1925 წელს ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე (უ. შექსპირის „ჰამლეტი”) და საყოველთაო აღიარება მოიპოვა. გადავიდა კ. მარჯანიშვილის მიერ ახლად დაარსებულ ქუთაისის თეატრში (1928-1930), ხოლო 1930 წლიდან - თბილისში. დაწერა წიგნები: „კ. მარჯანიშვილი - რეჟისორი და მასწავლებელი” (1949), „მოგონებები და წერილები” (1956). კინოში შესრულებული აქვს როლები: ნიკო („ქარიშხლის წინ”, 1925), „რაიკომის მდივანი იულონი“ („ნარინჯის ველი”, 1937) და სხვ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
  • ა. თევზაძე, უშანგი ჩხეიძე, თბ., 1955;
  • უ. ჩხეიძე, მოგონებები და წერილები, ხელოვნება, 1956;
  • Э. Гугушвили, Д. Джанелидзе, Грузинский государственный драматический театр им. К. А. Марджанишвили, Тб., 1958.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები