ცარბათუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცარბათუ(ბაბილონ.) „ტირიფი“ ან „ალვისხე“, ამ სახელწოდების ხე მონაწილეობს მითოსურ კონტექსტში, როგორც კოსმიური ხე, დურანქის ერთ-ერთი კერძო გამოვლენა.

ეტანას თქმულებაში ჩართული უძველესი არაკის მიხედვით, ცარბათუს შეკედლებია დაძმობილებული გველი და არწივი – ორი სხვადასხვა, ერთმანეთს დაპირისპირებული სკნელის არსება – და თავიანთი ბუნების შესატყვისად აქვთ ამორჩეული ადგილსამყოფელი ხის ვერტიკალზე: გველი, როგორც ხთონური არსება, იკალათებს ცარბათუს ფესვებში, ხოლო არწივი, ცის ბინადარი, – მის კენწეროზე იკეთებს ბუდეს. ცარბათუ მსჭვალავს სამყაროს სკნელებს და უნდა ვიფიქროთ, რომ დგას მის შუაგულში, განასახიერებს რა სამყაროს მოდელს. მისი შუმერული შესატყვისია ხალუბი (აგრეთვე მესი).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები