ცახილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცახილ-ი (ოს. Цæхил) – ეთნოგენეტიკური და გენეალოგიური გადმოცემების მიხედვით, ცახილოვების (Цæхилтæ) ძველი გვარის დამაარსებელი, ოსების პირველწინაპრის – ოს-ბაღათირის უმცროსი ვაჟი (ტრადიციულ ოსურ საზოგადოებაში ცახილოვები ვაზდანლაგებს წარმოადგენდნენ და კეთილშობილთა ფენას განეკუთვნებოდნენ). თქმულების თანახმად, ოს-ბაღათირის მემკვიდრეებს შორის ქონების გაყოფის დროს ურსდონის ხეობა (სოფლები – დაგომი, ურსდონი, დონიფარსი) ქასთაირაღის ("უმცროსის წილი") სახით ცახილს ერგო. მას ჰყავდა სამი ვაჟი, რომელთაგან უფროსის – დაგას შთამომავლებმა დააფუძნეს დიდი სოფელი – დაგომი. დაგას მემკვიდრეები დღეისათვის ორ არვადალთად იყოფიან

1. აგნაევი – ზანგიევი, ქარსანოვი, სობეთოვი;
2. კარაევი, გაბუაევი, ქუსაევი, ბურზიევი.

ცახილის შუათანა შვილის შთამომავლებად ითვლებიან ჩესელოვები, გოთცაევები, შანაევები, თოროზოვები, ცითჯოევები, ჩელეხსაევები, ძუგაევები. ჩესელოვების უკანასკნელი წარმომადგენლის – კოსტას გარდაცვალების შემდეგ ამ გვარმა შეწყვიტა არსებობა, ხოლო მისი მამული ჩელეხსაევებმა და ძუგაევებმა გადაინაწილეს. ცახილის უმცროსი ვაჟის ორ არვადალთას წარმოადგენს:

1. ხასთათა და
2. ბზიქთა და მსოითა.

Цæхил-ის ეტიმოლოგია ირანული ენის მეშვეობით ვერ ხერხდება; ამიტომაც შესაძლებლად მიიჩნევენ მის კავკასიურ წარმომავლობას.


ლიტერატურა

  • Бязыров А. Х. Мифические предания и поверья о происхождении осетин // ИЮОНИИ. 1980. Вып. XXV;
  • Гутнов Ф. Х. Генеалогические предания осетин как исторический источник. Орджоникидзе, 1989;
  • Абаев В. И. Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები