ცეცხლით დაზიანება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლით დაზიანება – მოწინააღმდეგის განადგურება (დაზიანება) სხვადასხვა სახეობის იარაღის ცეცხლით, სარაკეტო ჯარების, ავიაციისა და სადაზვერვო-საცეცხლე კომპლექსების მიერ ჩვეულებრივი და ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალების გამოყენებით განხორციელებული დარტყმებით. ხორციელდება მთელი ოპერაციის (ბრძოლის) მანძილზე. შეტევაში (კონტრშეტევაში) წარმოებს პერიოდების მიხედვით (სიღრმიდან ჯარების წინ წაწევის საცეცხლე უზრუნველყოფა, იერიშის საცეცხლე მომზადება, იერიშის ცეცხლით მხარდაჭერა, სიღრმეში ჯარების შეტევის ცეცხლით თანხლება).

თავდაცვაში მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანებისთვის იქმნება ცეცხლით დაზიანების კომპლექსური სისტემა, რომელიც მოიცავს სარაკეტო ჯარების, არტილერიისა და ავიაციის მომზადებულ საცეცხლე დარტყმებს; სადაზვერვო, საცეცხლე კომპლექსების დარტყმებს; არტილერიის, სატანკო, ტანკსაწინააღმდეგო და სასროლი იარაღის საცეცხლე სისტემას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები