ცეცხლის ტალღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლის ტალღა

1. ერთიანი ცეცხლის ფარდა ერთ (ცალმაგი ცეცხლის ტალღა) ან ერთდროულად ორ (ორმაგი ცეცხლის ტალღა) ზღუდეზე მოიერიშე ჯარების ფრონტის წინ, რომელიც თანამიმდევრულად გადადის სიღრმეში მათი წინსვლის კვალობაზე; საარტილერიო ცეცხლის სახეობა, იერიშის ცეცხლით მხარდაჭერის მეთოდი.

გამოიყენება მოწინააღმდეგის მიერ მომზადებული თავდაცვის გარღვევისას. წარმოებს ძირითად და შუალედურ ზღუდეებზე. ცეცხლის გადატანა ერთი ზღუდიდან მეორეზე ხდება შემტევი პოლკის (ბატალიონის) მეთაურის სიგნალით;


2. ცეცხლის ღობურა, რომელიც იქმნება სახელდახელო საწვავი მასალებისაგან (ძელების, ნამჯა-ჩალის, ფიჩხისაგან და ა.შ.) მოწინააღმდეგის იერიშების მიმართულებებზე. ტალღის სიმაღლეა 1-15 მ., სიგანე 2-3 მ., სიგრძე – მასალების არსებული რაოდენობის კვალობაზე 100-600 მ და მეტი. ცეცხლს უკიდებენ სხვადასხვაგვარი ხერხით ერთდროულად, მთელ სიგრძეზე, მოწინააღმდეგის იერიშის დაწყებისთანავე.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები