კაკაბაძე ცირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ცირა კაკაბაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცირა კაკაბაძე

კაკაბაძე ცირა − (1928 − 2003), პოეტი. ბავშვობიდან წერდა ლექსებს. მისი არაერთი ლექსი ამღერებულია ქართველი კომპოზიტორების მიერ, მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა „სანთლები”.


სანთლები
მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული,
ხატის წინ დამხობილს ცრემლი დამდენია;
ახლა ეს ცრემლები სანთლად ანთებული
სულ ყველა ხატის წინ ხედავ რამდენია?!
ჩემი სანთლებია ასე მწუხარებით,
ასე მოწიწებით ჩუმად რომ იწვიან,
ჩუმად ლოცულობენ პატარა სანთლები,
ჩუმად ლოცულობენ, ის კი არ იციან,
რომ ღმერთს შევავედრე შენი სიყვარული,
მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია
და ყველა ხატის წინ ასე დანთებული
შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია.
ნეტავ შემისმინოს ღმერთმა ეს ვედრება
და თუ შემისმენს და თუკი არ გამწირავს,
რაც კი ქვეყანაზე წმინდა სანთლებია
სულ ყველას დავანთებ შენდა შესაწირად!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები