თვალიაშვილი ცისანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ცისანა თვალიაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცისანა თვალიაშვილი

თვალიაშვილი ცისანა — (1949), დაიბადა სოფელ ახალსოფელში (ყვარელი). სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თსუ−ს ფილოლოგიის ფაკულტეტის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილებაზე, რომელიც 1972 წელს დაამთავრა. მუშაობდა სხვადასხვა სკოლასა და ინსტიტუტში მასწავლებლად. ამჟამად მუშაობს თელავის გურამ რჩეულიშვილის სახელობის ახალგაზრდობის ბიბლიოთეკის გამგედ. ლექსების და მინიატურების წერა დაიწყო სტუდენტობის წლებში. გამოცემული აქვს ერთი კრებული — „სიყვარულის თვალებით“. გამოსაცემად ამზადებს საბავშვო კრებულს.


შემოდგომა
დაქანცულობით გამოწვეულ
სიბერის გრძნობას
კვლავ უკუვაგდებ, ცას შევხედავ,
ვფხიზლდები იმ წამს...
ო, ეს ცაც ჟამთა სიავისგან
დაღლილ ქალს მოჰგავს
დედამიწა კი ჩემს ჯინაზე
ჭრელ კაბას იცვამს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები