ცული ქართული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცული ქართული

ცული ქართული - გამორჩეული ტიპის იარაღი, რომელსაც შეძენილი აქვს ისეთი ინდივიდუალური ფორმა, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი.

ქართული ცულის დამზადების წესის ძირითადი ეტაპებია: საცულე რკინის შერჩევა, მოზომვა, მოკვეთა, გახურება და „მოთელვა“. ამის შემდეგ გრძლად გაბრტყელებული რკინის შუაგულიდან მჭედელი აძლევს მიახლოებით ფორმას, უკეთებს „სატარეს“, ანუ ყუას, შემდეგ ცულის ტანს ქურაში ცეცხლზე დაამუშავებენ. ცულის პირის სათანადო დამუშავების შემდეგ, რასაც მჭედელი ატყობს (ცეცხლის ალისფერით, ნაპერწკლით), იწყება კვერვა, რის შედეგადაც ცულის ტანი სათანადო ფორმას იღებს. კვერვის შემდეგი პროცესია „გაწკიპვა“ - უსწორმასწორო ადგილების მოსწორება, რაც საგანგებო იარაღით - „ლიპით“ ხორციელდება (ლიპი - სწორი და ბრტყელთავიანი ხელკვერი), ამის შემდეგ ცული უნდა გაილესოს, იწრთოს, დაიფეროს და უკვე მზად ითვლება. ქართულ ცულს ტარი ეგება ყუაში ამოცმით, რაც ცულის ტარიდან წაძრობას გამორიცხავს.

ქართული ცულის ძირითადი თავისებურებებია: ვიწრო ტანი, დაქანებული „შუბლი“, კუთხედი, ტრაპეციის ფორმის სატარე, ოდნავ მომრგვალო პირი...

ეთნოგრაფიულ ყოფაში რკინის ნივთთან დაკავშირებული მაგიური წეს-ჩვეულებები ჩვენში ლითონის დამუშავების სიძველეზე მეტყველებს.


ლიტერატურა

ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. ა.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები