ცხადაძე ხათუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხათუნა ცხადაძე

ხათუნა ცხადაძე — დაიბადა 1973 წლისა 3 მაისს თბილისში, ქართველი მთარგმნელი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის სპეციალობით. სწავლობდა რომის, მილანის, ვენეციის, პერუჯის, სიენის უნივერსიტეტებში, გაიარა სპეციალიზაციის კურსები იტალიურ ენასა და ლიტერატურაში, უცხოელებისთვის იტალიური ენის სწავლების მეთოდებში; 2016-17 აკადემიური წელი გაატარა ვენეციის „კა ფოსკარის“ უნივერსიტეტში „ერასმუსის“ პროგრამით, შედარებითი ლიტერატურის მკვლევრის სტატუსით.

1996 წელს პირველად გამოქვეყნდა მისი თარგმნილი იტალიური მოთხრობები ჟურნალ „ცისკარში“. მომდევნო წლებში მისი თარგმანები იბეჭდებოდა „ცისკარში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „ქომაგში“, „კლდეკარში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „არილში“.

2005 წელს „ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრმა“ გამოსცა მისი თარგმნილი უმბერტო ეკოსა და კარდინალ კარლო მარია მარტინის დებატები სახელწოდებით „რა სწამს მას, ვისაც არ სწამს“.

ამჟამად ასწავლის მსოფლიო ლიტერატურას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკულ აკადემიაში და მეოცე საუკუნის იტალიურ ლიტერატურას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ გამოცემებთან; ატარებს საჯარო ლექციებს იტალიურ ლიტერატურასთან, მხატვრულ თარგმანთან დაკავშირებულ თემებზე.

არის ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის („პრაღის სასაფლაო“ და „ფუკოს ქანქარა“) და ლიტერატურული პრემია „გალას“ („ვარდის სახელი“) ლაურეატი. 2016 წელს დაჯილდოვდა „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ საგანგებო სიგელით იტალიური ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის;

2020 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჯო მატარელასაგან გადაეცა „იტალიის ვარსკვლავის ორდენი“ იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის.

თარგმანები

  • ელენა ფერანტე, „მარტოობის დღეები“, გამომცემლობა „ზოლიანი კატა“, 2020
  • მელანია მაცუკო, „ვიტა“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2019
  • იტალო კალვინო, „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018
  • ალესანდო ბარიკო, „მეოცე“, „წიგნები ბათუმში“, 2018
  • უმბერტო ეკო, „ფუკოს ქანქარა“, „დიოგენე, 2017
  • პიერ პაოლო პაზოლინი, „ქუჩის ბიჭები“, „დიოგენე“, 2015
  • უმბერტო ეკო, „მტრის ხატის შექმნა“ (8 ესე), „დიოგენე“, 2015
  • უმბერტო ეკო, „პრაღის სასაფლაო“, „დიოგენე“, 2014
  • ანტონიო ტაბუკი, „მიაჩნია პერეირას“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2012
  • უმბერტო ეკო, კარლო მარია მარტინი. „რა სწამს მას, ვისაც არ სწამს?“, „დიოგენე“, 2012, „ქრისტიანული კულტურის ცენტრი“, 2005
  • უმბერტო ეკო, „ვარდის სახელი“. „დიოგენე“, 2011
  • კარლო გინძბურგი, „ნაკვალევები, მითები, მიკროისტორია. ესეები ევროპულ ისტორიასა და კულტურაზე“ (4 ესე), „ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2011

2015 წელს იტალიურმა გამომცემლობამ „MERIDIANO ZERO” (ბოლონია) გამოსცა ზაზა ბურჭულაძის რომანის, „ადიბასის“ მისი იტალიური თარგმანი.

სამუშაო გამოცდილება

პედაგოგიური საქმიანობა:

  • გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია (2020-დან)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1998-დან)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2005-2006)
  • თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (1998-1999)

1999-2015 წლებში პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ მისიებში (იტალიის საელჩო, ეუთოს მისია საქართველოში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, იტალიის საგარეო ვაჭრობის ინსტიტუტი) და ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო დონორების დაფინანსებით უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლების, დასაქმების ხელშეწყობის სფეროებში განხორციელებულ პროექტებში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები