ძაბრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძაბრი

ძაბრი - სითხის გადასაღები ფართოპირიანი და ვიწროყელიანი ნივთი. მზადდებოდა მეტალისგან, თიხისგან. მეღვინეობაში გავრცელებული იყო მწარე კვახის ძაბრები, რისთვისაც საგანგებო ჯიშიც კი ჰქონიათ გამოყვანილი. ზრდის პროცესში ნაყოფს ისეთ მდგომარეობას შეურჩევდნენ, ძაბრს რომ დამსგავსებოდა. შემდეგ ნაყოფს ძირს გადაუჭრიდნენ, გაასუფთავებდნენ, გამოხარშავდნენ და იყენებდნენ სათანადო საქმიანობისთვის. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ხის ტყავგადაკრული დიდი ზომის უნიკალური ძაბრი რომელიც გამოიყენებოდა რუმბში ღვინის ჩასასხმელად.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები