ძალების და საშუალებების დაშორიშორება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძალების და საშუალებების დაშორიშორება – გაერთიანებების, შენაერთების, ნაწილების და ქვედანაყოფების, ოპერატიული დაწყობის (საბრძოლო წყობის) ელემენტების, შეიარაღების ცალკეული ერთეულების (გამშვები დანადგარების, თვითმფრინავების, ქვემეხების, ტანკებისა და სხვა) ადგილმდებარეობაზე განლაგება. ასევე – ხომალდების (გემების) ბაზირება გარკვეული ინტერვალით რაიონებსა და ზღვაში, ფრონტზე და სიღრმეში. ეს კეთდება მოწინააღმდეგის დაზიანების საშუალებათაგან მოსალოდნელი დანაკარგების მაქსიმალური შემცირების მიზნით. ამასთანავე, დაშორიშორება არ უნდა აძნელებდეს ჯარების (ძალების) მართვას და ურთიერთქმედებას. იგი უარყოფითად არ უნდა მოქმედებდეს მათ უნარზე, შეასრულონ დასახული ამოცანები:

  • დროულად მოუყარონ თავი საჭირო ძალვას არჩეულ მიმართულებებზე;
  • სწრაფად გაზარდონ ძალისხმევა სიღრმიდან;
  • უზრუნველყონ მოწინააღმდეგის თავდაცვის წარმატებული გარღვევა და შეტევის განვითარება;
  • შექმნან სტაბილური თავდაცვა და შეინარჩუნონ ადგილმდებარეობის მნიშვნელოვანი მონაკვეთები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები