ძეძვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძეძვი

ძეძვი – (Paliurus spina-cristii Mill.); ოჯახი: თუთუბოსებრნი (Anacardiaceae). 1-3 მ სიმაღლის ძლიერ დატოტვილი ეკლიანი ბუჩქია. ნორჩი ტოტები და კვირტები ოდნავ არის შებუსული. ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური. კიდეებზე დაკბილული, იშვიათად – კიდემთლიანი, შიშველი, ზედა მხარე – მუქი მწვანე. თანაფოთლები ეკლებად არის გადაქცეული. ყვავილები პატარა ზომისაა, მოყვითალო-მომწვანო ფერის. ნაყოფი ფრთაშემოვლებულია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება ღორღიან და ქვიან ადგილებში, მთისწინეთებზე. გვხვდება ასევე ველების სარტყელში ქსეროფილურ დაჯგუფებებში. ქმნის სუფთა ბუჩქნარებს. მშრალი მუხნარების დერივატია. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში, ხშირია კახეთშიც.

ძეძვი – ბიბლიური მცენარე

„და შეთხზეს გვირგვინი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ხელსა მისსა და მუხლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: „გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!“ (მათე 27, 28-29)

გადმოცემის თანახმად, ეკლის გვირგვინი, რომელიც იესო ქრისტეს დაადგეს თავზე დამზადებული იყო არა ძეძვის ეკლებისაგან, არამედ სირიული უნაბის ეკლიანი ტოტებისაგან. სირიულ უნაბს იუდეიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში სიმბოლური დატვირთვა აქვს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები