ძეწნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძეწნა

ძეწნა – (Salix babylonica); ხე მცენარე, ტირიფისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. სიმაღლე 12-14 მ აღწევს. გრძლად ჩამოშვერილი წვრილი და მოქნილი ტოტები აქვს.

ძეწნა – ბიბლიური მცენარე

ძეწნა, ანუ მტირალა ტირიფი ჩვეულებრივ იზრდება მდინარეების ნაპირზე. ფსალმუნი მიანიშნებს იმ ადგილს, სადაც გაზრდილია მტირალა ტირიფი. ეს არის ბაბილონში, მდინარე ევფრატის ერთ-ერთი შენაკადის ნაპირას, სადაც ბაბილონელთა ტყვეობაში იმყოფებოდნენ ებრაელები. მდინარის ნაპირას მსხდომარეებმა გაიხსენეს იერუსალიმი და სიონის მთა და დამწუხრებულებს აუტყდათ ტირილი. მათი დამატყვევებლები ცინიკურად აიძულებდნენ მათ საგალობელი ჰიმნი ემღერათ სიონზე. რადგან არ ემღერებოდათ, მათ თავიანთი ქნარები ტირიფზე დაჰკიდეს, ან სამშობლოსაგან მოწყვეტილნი, უცხო ქვეყანაში დამონებულნი, რა გულით იგალობებდნენ სიონის საგალობელს?

„მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით, და ვტიროდით, რაჟამს მოვიხსენეთ ჩვენ სიონი. ძეწნთა ზედა შორის მისთა მუნ დავკიდენით საგალობელნი ჩვენნი“. (ფსალმუნნი 136, 1-2)


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები