ძილის პრობლემები ბავშვებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძილის პრობლემები ბავშვებში - 3-4 წლის ბავშვებში ძილის პრობლემებიდან ყველაზე ხშირია ღამე გამოღვიძება. ამ ასაკში ბავშვების დაახლოებით ერთ მეხუთედს სჭირდება ერთ საათზე მეტი დაძინებისთვის, ან ხანგრძლივი დროით ღვიძავს ღამის განმავლობაში. თუ ძილის პრობლემები გარდამავალია და არ იწვევს დისტრესს, მაშინ საკმარისია დავარწმუნოთ მშობლები, რომ მდგომარეობა გამოსწორდება. თუ ძილის პრობლემები მწვავე და მუდმივია, უნდა განვიხილოთ ორი ძირითადი მიზეზი: პირველ რიგში, ძილის დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს სომატურმა ავადმყოფობამ ან ემოციურმა აშლილობებმა და, მეორეს მხრივ, მშობლების გადამეტებულმა წუხილმა და ბავშვის დამშვიდების უუნარობამ. თუ არც ფიზიკური და არც ფსიქიკური აშლილობა არ დადასტურდა, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა გამოვავლინოთ მშობლების წუხილის მიზეზი და აღმოვფხვრათ იგი. ზოგი მშობელი იწვევს ბავშვის ჰიპერსტიმულაციას საღამოს საათებში ან თავის საწოლში იწვენს ბავშვს და ამით უნებურად ამყარებს ღამის ტირილს. ზოგადად, ასეთ შემთხვევებში ბიჰევიორული მიდგომა ძალიან ეფექტურია. საძილე მედიკამენტების გამოყენება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით და არავითარ შემთხვევაში ხანგრძლივად.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები