ძოძუაშვილი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ ძოძუაშვილი

რევაზ ძოძუაშვილი — (დ. 15 აპრილი, 1945) — ქართველი ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის „იმერეთში” (1962), თბილისის „დინამოში” (1963, 1968-­76), ქუთაისის „ტორპედოში” (1964, 1966­-67), სოხუმის „დინამოში” (1964­-65). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი. ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების (მიუნხენი, 1972) მესამე პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 301 მატჩი (5 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1969, 71, 72, 76 გაზაფხული). ოთხჯერ აღიარეს სსრ კავშირის საუკეთესო მარჯვენა მცველად. სხვადასხვა წლებში წვრთნიდა საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის კლუბებს, ლატვიის (1998-­99) და საქართველოს ნაკრების (1999-­2001 ­ დავით ყიფიანთან ერთად). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ღირსების ორდენის კავალერი.







წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები