წელქვედა კაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წელქვედა კაბადატეხილი კაბის ქვედატანის თარგი. აჭარელი ქალი გარდა ამ კუთხეში ფართოდ გავრცელებული კაბების ტიპებისა, წელსქვედა კაბასაც ატარებდა.

თარგის მიხედვით წელსქვედა კაბა დატეხილი კაბის ქვედატანის ფორმის იყო. როგორც სხვა სამოსის შემთხვევაში, ფერთა გამა ამ შემთხვევაშიც ნათელი და ხასხასა ელფერით გამოირჩეოდა. ძირითადი ფერები წითელი, ყვითელი, მწვანე იყო. პრაქტიკული თვალსაზრისით, წელსქვედა კაბა უფრო ხელსაყრელ სამოსს წარმოადგენდა. ქვედა კაბა ნაოჭიანი და წითელი ყანაოზის ქსოვილისაგან მზადდებოდა. იგი ექვსი სწორი ნაჭრისგან შედგებოდა. ბოლომდე გახსნილ კალთას არშია შემოუყვებოდა. არშიის ქვემოთ კაბის ზედაწელის მაგივრობას წელსქვედა კაბის კომპლექსი − იჩლუღი ასრულებდა. იჩლუღი კაბის ზემოდან სახმარ სამოსს წარმოადგენდა.



ლიტერატურა

სამსონია, 2005:56.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები