წერეთელი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წერეთელი დავით - (დ. - 01.VII.1896, ქუთაისი - გ. - 27.X.1980, თბილისი) - ქართველი ფერმწერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1918 წლიდან უკვე აქტიური მხატვარია; ამ პერიოდიდან მონაწილეობს ქართველ მხატვართა გამოფენებში. 1919 წელს ქმნის პორტრეტს „გალაქტიონი“. მუშაობდა მხატვარ-დეკორატორად ქართული დრამის თეატრში. 1922 წლიდან ქეთევან მაღალაშვილთან, ელენე ახვლედიანთან, შალვა მამალაძესთან, ირაკლი თოიძესთან ერთად, მხატვართა საზოგადოების წევრი ხდება. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, გიგო გაბაშვილისა და ევგენი ლანსერეს კლასში. 1929 წელს აკადემიის დამთავრების შემდეგ იწყებს იქვე მუშაობას პედაგოგად. ფერწერისა და ხატვის კარგი ოსტატი, ის შედარებით ადრე ტოვებს აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას და ძირითად დროს აკადემიის სამასწავლებლო საქმიანობას უთმობს. ითვლება საქართველოს გასაბჭოების შემდგომი თაობის მხატვრად. 1930 წელს საქართველოს რევოლუციური მხატვრების ასოციაციის (სარმა) დეკლარაციის ხელის მომწერია.

მოკრძალებული, თავმდაბალი მხატვრის პერსონალური გამოფენა მხოლოდ 1964 ეწყობა თბილისში, 1965 წელს ქუთაისის სურათების გალერეაში, 1966 წელს კი - ცხინვალის სამხრეთ ოსეთის მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში.

ნანა ყიფიანი

ლიტერატურა

  • В. Беридзе, Н. Езерская, Искусство Советской Грузии, 1921-1970, Мос., 1975;
  • შ. კვასხვაძე, დავით წერეთელი. (კატალოგი), თბ., 1964.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები