წინამძღვრიშვილი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ წინამძღვრიშვილი

წინამძღვრიშვილი მიხეილ დოროთეს ძე (1882, დაბა სურამი - 1956, თბილისი) - თერაპევტი, საქართველოში მეცნიერული თერაპიისა და კარდიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1921), პროფესორი (1924), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). იყო საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე (1950-1956), თერაპევტთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი (1956).

სარჩევი

ბიოგრაფია

1910 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1919 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიხეილ წინამძღვრიშვილი უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დიაგნოსტიკის კათედრის ასისისტენტად აირჩია.

1921-1930 წლებში იყო თსუ-ის დიაგნოსტიკის კათედრის ხელმძღვანელი. 1927-1928 წლებში მივლინებული იყო ბერლინის, ვენისა და პარიზის კლინიკებში, 1930-1956 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას, 1946 წელს დააარსა კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც იყო სიცოცხლის ბოლომდე. მიხეილ წინამძღვრიშვილმა 1946 წლიდან დაიწყო ჰიპერტონიული დაავადებების ეპიდემიოლოგიური შესწავლა საქართველოს მოსახლეობაში. შეიმუშავა ჰიპერტონიული დაავადებებისა და გულის კუნთის დისტროფიის ორიგინალური კლასიფიკაციები (1952-1956). გამოჰყო ჰიპერტონიული დაავადებების შექცევადი ანუ რევერზიბელური ფორმა და პრეჰიპერტონიული მდგომარეობა (1952); შეისწავლა გულის თანდაყოლილი ანომალიების დიაგნოსტიკის საკითხები. ავტორია შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის პირველი ორტომიანი სახელმძღვანელოსი (1930, 1936, 1937).

დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი, წერეთელი (დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით), თბ., 1971.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები