წულუკიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი წულუკიძე

წულუკიძე გიორგი დავითის ძე (დ. - 23.IV.1860 - გ. - 1923) - გენერალი.

სარჩევი

განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები

  • დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი.
  • პრაპორშჩიკი (1880).
  • პოდპორუჩიკი (1883).
  • პორუჩიკი (1887).
  • შტაბსკაპიტანი (1893).
  • დაამთავრა ოფიცერთა სკოლა.
  • კაპიტანი (1900).
  • პოდპოლკოვნიკი (1905).
  • პოლკოვნიკი (1910).
  • პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
  • კავკასიის მსროლელთა მე-11 პოლკის უფროსი.
  • მსროლელთა მე-5 დივიზიის ბრიგადის უფროსი.
  • გენერალ-მაიორი (1916).
  • მსროლელთა მე-5 დივიზიის ბრიგადის მეთაური (1916).
  • 1917 ჯერ ქვეითთა 174-ე დივიზიის, შემდეგ 67-ე დივიზიის უფროსი.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918 წლის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს, იყო ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორი და იქ მყოფი ქართული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების უფროსი. სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფ შენაერთებს მოუწიათ ომის პირველ ეტაპზე ყველაზე მძიმე ბრძოლების წარმოება რიცხვმრავალ მოწინააღმდეგესთან. გიორგი წულუკიძე იძულებული იყო, უკან დაეხია. დეკემბრის ბოლოს ის თავის შენაერთებთან ერთად გენერალ მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში შევიდა. 1921 წლის თებერვალ-მარტში იყო ბათუმის ციხესიმაგრის უფროსი. ემიგრაციაში არ წასულა.

ჯილდოები

  • წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას მე-2 ხარისხის ხმლები და ბაბთით,
  • წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის,
  • წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის,
  • წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლები და ბაბთით,
  • წმინდა ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლები.
მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа т. 1, 2007;
  • ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი,2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები