წულუკიძე ვარდენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარდენ წულუკიძე

წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე (8.XI.1865 - 21.V.1923) - გენერალი.

სარჩევი

განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები

  • დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ალექსანდრეს სახელობის მე-3 სასწავლებელი.
  • პოდპორუჩიკი (1885).
  • პორუჩიკი (1889).
  • შტაბსკაპიტანი (1898).
  • კაპიტანი (1900).
  • პოდპოლკოვნიკი (1905).
  • პოლკოვნიკი (1910).
  • პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
  • 1914 წლის ნოემბრამდე 208-ე ქვეითთა პოლკშია.
  • 1915 205-ე პოლკის მეთაური. დაიჭრა და გადაყვანილ იქნა კავკასიის ოლქის შტაბში.
  • გენერალ-მაიორი (1916).

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 წლის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს, იყო სამხედრო სამინისტროს პიროვნული შემადგენლობის განყოფილების უფროსი. 1919 წლიდან მე-3 ბრიგადის (ახალციხეში, იცავდა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებას) მეთაურია. 1921 დაინიშნა ზურგის არმიის მეთაურად. 18-20 მარტს გ. მაზნიაშვილთან ერთად, განდევნა ქემალისტები ბათუმიდან.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. სამსახური განაგრძო წითელ ჯარში. იყო ანტისაბჭოთა აჯანყების მოსამზადებელი სამხედრო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

ჯილდოები

  • (1907) წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენი;
  • (1911) წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლები;
  • (1915) წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლები;
  • (1915) წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებით და ბაბთით. იარაღით.
მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007;
  • ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი, თბ., 2007.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები