წყალზე გადასაყვანი საშუალებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყალზე გადასაყვანი საშუალებები – წყლისმიერ და უწყლო დაბრკოლებებზე ჯარების გადასაყვანი საშუალებები. სატაბელო გადამყვან-გადასასვლელი საშუალებები არის სხვდასხვა სახის დესანტგადამყვანი (სადესანტო ნავები, თვითმავალი ბორნები, საბორნე-ხიდური მანქანები და ა.შ.), პონტონის პარკები, მექანიზებული ხიდები, ხისტსაყრდენიანი დასაშლელი ხიდები და სხვა. გადამყვან-გადასასვლელ საშუალებებს ადგილობრივი რესურსებიდან განეკუთვნება მებადურთა და სასეირნო ნავები, კატარღები და ბორნები, მოტივტივე ხიდები ბარჟებისგან (კარჭაპებისგან) და ა.შ.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები