წყლის ქალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყლის ქალი – დემონური ძალის მქონე მითოლოგიური პერსონაჟი. მასთან დაკავშირებით აჭარულ ფოლკლორში არაერთი საინტერესო გადმოცემაა შემონახული, მაგალითად:

„სასიმინდეში დანავალა წყლის ქალი, თმიანი, რომელიც ოჯახის მამაკაცთან ცხოვრობდა. გაუგია ცოლს, მაგრამ წყლის ქალს კაცის ცოლი გაუფრთხილებია: „არ გამცე ხალხში შენ ქმართან რომ დავდივარ თორემ გაგაგიჟებ და ქმარსაც მოგიკლავო”. ქალმა მაინც გაამხილა და წყლის ქალმაც დანაპირები აუსრულა.

მარეთის ხეობაში (შუახევის რაიონი), ე. წ. „ჩუტა ღელეზე” ნარინჯისფერიანი ქალი უნახავთ, თმებს ივარცხნიდა. ამავე ხეობაში მამაკაცი შუახევიდან სახლში მიემგზავრებოდა – „მომწრის ხიდთან ვიღაცამ დაუძახა: „ეი ქოჩორავ, სად მიდიხარო”, გაიხედა და დაინახა თმიანი ქალი. მას გაგონილი ჰქონდა, რომ ვინც ასეთ ქალს დაელაპარაკებოდა, გაგიჟდებოდა. ამიტომ გონება მოუკრეფია და ხმა არ გაუცია.

წყლის ქალი მოჩვენება იყო, ლამაზი გარეგნობის, კარგად ჩაცმული, გრძელ და შავ თმებს ატარებდა, მაგრამ თუ დააკვირდებოდი შეგეძლო შეგენიშნა, რომ მას ზოგჯერ ფეხი შებრუნებული – „ქუსლები წინ და თითები უკან ჰქონდა”. ასეთ დროს უნდა გელოცა, რომ მოჩვენება გამქრალიყო.



ლიტერატურა

მგელაძე, 2000.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები