ჭავჭავაძე ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ ჭავჭავაძე

ნიკოლოზ ჭავჭავაძე(დ. 5 მაისი, 1923, ყვარელი — გ. 1997). — პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

  • ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
  • სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
  • მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება.
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

სამეცნიერო მოღვაწეობა

ნ. ჭავჭავაძის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო ესთეტიკა, აქსიოლოგია და კულტურის ფილოსოფია. ესთეტიკის სფეროში იგი ცდილობდა ესთეტიკურის სუბიექტურ-ობიექტური ხასიათის დასაბუთებას: ესთეტიკური არც მხოლოდ სუბიექტურია და არც მხოლოდ ობიექტური. ამასთანავე იგი ესთეტიკის პრობლემას განიხილავს აქსიოლოგიური თვალსახრისით. მისი აზრით, ესთეტიკურის გასაგებად ზოგადფილოსოფიური კატეგორიების გამოყენება საკმარისი არ არის, საჭიროა აგრეთვე სპეციფიკურ-ესთეტიკური მეთოდის მოხმარება, რომელიც ღირებულებასთან არის დაკავშირებული. ნ. ჭავჭავაძე აქსიოლოგიური პოზიციებიდან იკვლევს აგრეთვე კულტურის პრობლემასაც. ღირებულება, მისი აზრით, კულტურის ამხსნელ პრინციპს წარმოადგენს. კულტურა არ არსებობს ღირებულების გარეშე, იგი ღირებულებითი ცნობიერების ძირითადი ნიშანია, მეორე მხრივ, ღირებულებაც კულტურის არსებობას გულისხმობს. ამრიგად, ღირებულება ნ. ჭავჭავაძეს ესმის როგორც ესთეტიკურისა და კულტურის გარეგადამწვდომი პრინციპი.

ნ. ჭავჭავაძე ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა ესთეტიკის, კულტუროლოგიისა და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის დარგში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები