ჭიაბრიშვილი ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჭიაბრიშვილი ანდრია იაკობის ძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრია ჭიაბრიშვილი

ჭიაბრიშვილი ანდრია იაკობის ძე - (დ. - 13.IV.1884, ქ. თბილისი - გ. - ?) - ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა პირველდაწყებითი საქალაქო სასწავლებელი. პოლიტიკური საქმიანობის გამო რამდენიმეჯერ იყო დაპატიმრებული. 1917 წლიდან იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი. იყო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მთავარი შტაბის წევრი. ხელი მოაწერა საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. 1919 აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ანდრია ჭიაბრიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკი ავანტიურისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის ივნისში, როდესაც ი. სტალინი თბილისში ჩამოვიდა მუშებთან შესახვედრად, ანდრია ჭიაბრიშვილი ესწრებოდა კრებას, როგორც კარგი ორატორი და ერთ-ერთი მოწინავე მუშათაგანი. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ის დააპატიმრა და მეტეხის ციხეში ჩასვა. 1922 წლის ზაფხულში, ფშავ-ხევსურეთის აჯანყების დროს (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით), საბჭოთა მთავრობამ ანდრია ჭიაბრიშვილი, სხვა დანარჩენ პატიმრებთან ერთად, მძევლად აიყვანა და მეტეხიდან „ჩეკაში“ გადაიყვანა, სადაც მათგან მოითხოვდნენ, ქ. ჩოლოყაშვილი ბანდიტად გამოეცხადებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებოდნენ. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გამოსცა მოწოდება, როგორც ქაქუცას, ისე ტყეში გასული სხვა შეიარაღებული რაზმებისადმი, რათა შეეჩერებინათ გამოსვლები, ამის შემდეგ მძევლები „ჩეკამ“ გაათავისუფლა.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

ი. რამიშვილი, „მოგონებები“, გამოსაცემად მოამზადეს, წინასიტყვაობა, ბიოგრაფიული ცნობები და საძიებლები დაურთეს გ. საითიძემ და ქ. რამიშვილმა, თბ., 2012.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები