ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭიათურის დრამატული თეატრი

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი - დრამატული თეატრი ჭიათურაში.

XIX საუკუნის ბოლოს, ქართველი საზოგადო მოღვაწეების დიდი ძალისხმევითა და ინიციატივით, საქართველოში ერთდროულად რამდენიმე თეატრი გაიხსნა. მათ შორის ერთ–ერთი ქალაქ ჭიათურის დრამატული თეატრი იყო, რომელიც 1894 წლის 11 დეკემბრიდან ამოქმედდა. 1901 წელს თეატრში, ცნობილი ქართველი მწერლის – აკაკი წერეთლის თანდასწრებით, მისი გახმაურებული პიესა „პატარა კახი“ დაიდგა. 1910 წლიდან მოყოლებული თეატრს მუდმივმოქმედი დასი ჰყავდა.

მე-20 საუკუნის 20-30 წლები თეატრის ოქროს ხანად მიიჩნევა. ამ წლებში თეატრმა დადგა: შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას დავით კლდიაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის და სხვათა პიესები. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“ ქართული თაეატრის ისტორიაში ამ პიესის ერთ-ერთ საუკეთესო განხორციელებად ითვლება, ხოლო მასში მთავარი როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი მიხეილ ვაშაძე ამ სცენური სახის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის თეატრმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა: ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალებზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა. ჭიათურის თეატრთან აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი რეჟისორები, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლები.

თეატრის არქიტექტურა

თეატრმა 1949 წელს ბინა ახალ შენობაში დაიდო და მას აკაკი წერეთელის სახელი მიენიჭა. თეატრი აიგო ძველი კლუბის ადგილზემ. თეატრი ცენტრალური მოედნის განაპირა მხარეს დგას. მთავარი ფასადი ტიმპანით დამთავრებული თაღოვანი პორტალია, სადაც მოთავსებულია კაპიტელები და ლილვების კონა. მთავარი ფასადი აქცენტირებულია ასევე ქანდაკებით, აქ ბრინჯაოსგან ჩამოსხმული აკაკის სავარძელში მჯდომი ფიგურაა. ხოლო ფრონტონის კეხზე მოსასხამში გახვეული ხელებაწვდილი ქალის ფიგურა გამარჯვების სიმბოლო. ამდენად ფასადი მონუმენტურია და მკაცრ შთაბეჭდილებას ტოვებს, განსხვავებით ინტერიერისგან, სადაც აშკარაა დეკორაციულობისკენ მისწრაფება.

დარბაზი სცენისკენ წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს. ის 600 მაყურებელს იტევს. სცენას ორივე მხარეს უბეები აქვს, აქვეა სხვადასხვა დამხმარე სადგომები და სახელოსნოები. თუმცა გაუთვალისწინებელია რიგი ფუნქციური მოთხოვნები. მაგალითად სასცენო ნაწილის კარები მცირეა და დეკორაციების შეტანა რთულდება. მცირეა სცენის სიღრმეც, არ არის მსახიობთა ფოიე. შენობის შიგნით დიდი ყურადღება ეთმობა მაყურებელთა დარბაზს, აქაა ორნამენტული მორთულობა და მოხატულობა. გამოყენებულია ქვაში ნათალი ორნამენტები, ჭედური ხელოვნების ნიმუშებიდან აღებული მოტივები, ისინი მასშტაბით გადიდებულია და ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც ამ პერიოდში აგებული შენობების დიდი ნაწილისთვის არის დამახასიათებელი. ისინი არ პასუხობენ თვითონ მასალის სპეციფიკას და ამითაა განპირობებული მათი, ასე ვთქვათ, ყალბი ხასიათი. ამდენად თეატრის ინტერიერის და ექსტერიერის გადაწყვეტისას ჩანს დიდი ყურადღება მორთულობის მიმართ და ამის გამო გარკვეულ შემთხვევაში გადაუჭრელი რჩება ფუნქციური საკითხები.

თეატრის ყოფილი მმართველები

წყარო

  • სტალინური პერიოდის საქართველოს თეატრალური ნაგებობები ავტ, მზეონა ჩხეიძე
  • ჭიათურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები