ჭილაძე თამაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამაზ ჭილაძე

ჭილაძე თამაზ – (1931 – 2018), ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი. დაიბადა სიღნაღში. 1954 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში“ (1958-64), იყო ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი (1973-81), 1991 წლიდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან იყო ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორია. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი“ (1951), ლექსების პირველი წიგნი გამოსცა 1956 წელს. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა: კრებულები: „ღია სარკმელი“ (1958), „მზის საათი“ (1962), „ივლისი“ (1966), `მახსოვრობა~ (1978), „ლექსები” (1987), „მზე დეკემბერში“ (1999), გამოცემული აქვს არაერთი პროზაული კრებულიც, მისი პიესები იდგმება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის თეატრებში.


* * *
როცა დადგება განკითხვის ჟამი
გაწყვეტილ გზების მეწამულ ბინდის
შემოიტანენ უფალთან ჯამით
ჩემს სულს და ცრემლებს, გულსა და სინდისს.
თუ მათქმევინა უფალმა სიტყვა,
მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი,
„მადლობას რისთვის მიხდიო“ – მკითხავს,
გაკვირვებული დარჩება ღმერთი.
მადლობელი ვარ, უფალო, რადგან
არ მომაკელი ცეცხლი და კუპრი,
ჩემით ვსწავლობდი ფრენას და ფართხალს
და არა მხოლოდ წყალობით უფლის.
მიყვარდა, მძულდა, სამშობლო მქონდა,
თიხა ვიყავი მაგრამ ვმღეროდი
და წუთისოფლის ჭრიალა ბორბალს
კბილით ვათრევდი ცისკრის წვერომდი.
მადლობელი ვარ, უფალო, რადგან
მაჩუქე სიტყვა ბასრი და წრფელი!...
მეხვია მტერი და ყველა მათგანს
მაინც სიცოცხლე ერჩია ჩემი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები