ჭინჭრის ფხალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭინჭრის ფხალიჭინჭრით მომზადებული მხალეული კერძი. ადრე გაზაფხულზე დაკრეფილ, ჭინჭრის ახალგაზრდა ყლორტებს გარეცხავდნენ, ადუღებულ წყალში ჩაყრიდნენ და მოხარშავდნენ, შემდეგ მარილში დანაყილ ნიორსა და პილპილს ჩააყრიდნენ, წყალში გალესილ კოწახურს − ყორაოს დაუმატებდნენ და აადუღებდნენ, ბოლოს სიმინდის ფქვილს გაურევდნენ და ლაფერით, ხის პატარა ნიჩბით მორეგვავდნენ. როცა კარგად მოშუშდებოდა, დამწვარ ერბოს დაასხამდნენ და ცეცხლიდან ჩამოდგამდნენ. მეორე ვარიანტით, აღნიშნული წესით შემზადებულ ჭინჭრის ფხალს პრასა-მაკიდოთი შეკაზმავდნენ. ამ შემთხვევაში დამწვარ ერბოში თითო მჯიღის რაოდენობით მოხრაკულ პრასა-მაკიდოს ჩაურთავდნენ.



ლიტერატურა

აბაშიძე, კომახიძე, 1998:124.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები